სოჭში აეროპორტი და ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტი დროებით დაიკეტა

08.08.25 16:54
სოჭში აეროპორტი და ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტი დროებით დაიკეტა

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, კვლავ შეუტიეს სოჭს. ქალაქში ისმის სირენები ხმა. მოხდა დამსვენებლების ევაკუაცია პლაჟებიდან, მოქალაქეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ სანაპირო.


რუსეთმა, დროებით დაკეტა ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტი ოკუპირებულ აფხაზეთთან. ამის შესახებ განაცხადა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა.

მან განმარტა, რომ ეს ზომა უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო მიიღეს.

ასევე, დროებით შეჩერებულია ფრენები სოჭის აეროპორტში. კრასნოდარის მხარეში დრონით თავდასხმის შემდეგ, 55 რეისი გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისის ღამეს, დრონებმა სოჭში ნავთობის ბაზის ტერიტორიას შეუტიეს. 3 აგვისტოს ღამეს კი, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, ქალაქის ადლერის რაიონში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა.