რატომ 7 აგვისტო? - დღე, რომელიც ყველაფერს თავის სახელს არქმევს
ისტორიის გადაწერის მცდელობა ბევრია, მაგრამ უშედეგო. ომის ქრონოლოგია მთავარი მტკიცებულებაა, ვინ და როდის დაიწყო ომი.
7 აგვისტო -შუაღამეს 3 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ჰქონდა, პირველი სატელეფონო ჩანაწერი, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილი როკის გვირაბში გადაადგილდებოდა.
7 აგვისტოს დილამდე ინტენსიური ცეცხლი გახსნეს 3 სოფლიდან.
დილის 9:30 – უკვე არსებობდა ჩანაწერი, დეფაქტო რეჟიმის მხრიდან ქართულ სოფლებზე, ავნევსა და დვანზე დაგეგმილ შეტევაზე.
რუსეთის სამხედრო ძალებმა და მძიმე ტექნიკამ როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოდინება დაიწყეს. წესით 7 აგვისტოს სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო.
7 აგვისტო - რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა სოფელ შავშვების ახლოს, საქართველოს სამხედრო რადარიდან 300 მეტრის მოშორებით, რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო.
შუადღის 2 საათზე უკვე მსხვილკალიბრიანი არტილერიით დაიბომბა ავნევის სამშვიდობო პოსტი. დაიღუპა 2 ქართველი, დაბომბვა 2 საათს გაგრძელდა.
იბომბებოდა ნული ქურთა, თამარაშენი, ზემო ფრისი, შავშვები. რუსეთის ტანკები მეღვრეკისში გამოჩნდნენ! მხოლოდ ამის შემდეგ, 7 აგვისტოს, 14:30 გამოცხადდა საქართველოში მობილიზაცია. 4 საათზე განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა. ააფეთქეს ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
7 აგვისტო - ღამის 11:00 საათი - როკის გვირაბი რუსეთის ჯავშანტექნიკის კოლონამ გადმოკვეთა, 100-ზე მეტი ერთეული უკვე შემოსული იყო. ომი უკვე დაწყებული იყო!
ღამით 12-ის ნახევარზე კი - მხოლოდ რუსეთის შემოჭრის შემდეგ გაიცა ბრძანება საცეცხლე წერტილებზე იერიშის მისატანად.
ამიტომ 7 აგვისტო რუსეთის საქართველოსთან ომის საწყისი თარიღია. საქართველომ 7 აგვისტოს დღის ბოლოს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა დაიწყო.
8 აგვისტოს ქართულმა ძალებმა ინტენსიური შეტევა გამთენიისას დაიწყეს, დაბომბეს ადგილები, საიდანაც შეტევა ხორციელდებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ძირითადი დამრტყმელი ძალა და ავიაცია შემოვიდა. ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გორში ხუთი ჭურვი ჩამოაგდო.
და მთელი ამ ქრონოლოგიის შემდეგ, “ქართულ ოცნებას“ მაინც შეუძლია საქართველოს დასდოს ბრალი. ისტორია კი ინახავს ფაქტებს, რომლითაც ცხადია, რომ 7 აგვისტოს ღამეს, როცა საცეცხლე წერტილებზე იერიში დაიწყო, ომი უკვე დიდი ხნის დაწყებული ჰქონდა რუსეთს.