“ომი რუსეთმა დაიწყო, ჩვენ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ“- გმირების ოჯახების პასუხი “ოცნებას“

08.08.25 20:28
“ომი რუსეთმა დაიწყო, ჩვენ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ“- გმირების ოჯახების პასუხი “ოცნებას“

გიორგი ანწუხელიძე შეეწირა სამშობლოს და არა პიარს-ასე უპასუხა აგვისტოს ომის გმირის მეუღლემ დღეს თეა წულუკიანს.  2008 წელს 23 წლის გმირი რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა, მტერი მის გატეხვას ცდილობდა, აწამებდნენ, თუმცა ქართველი მებრძოლი ოკუპანტებმა ვერ გატეხა. ეს ყველაფერი კი  მან სამშობლოს სიყვარულის და არა პიარის გამო გააკეთა. დღეს გიორგი ანწუხელიძის გმირობის ამბავს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები იხსენებდნენ. 

თეა წულუკიანი მუხათგვერდის სასაფლაოზე არ მისულა. არადა ადგილზე იყვნენ მისი საგამოძიებო კომისიის სხვა  წევრები თუმცა, კომისიის თავმჯდომარე არსად გამოჩენილა.  სავარაუდოდ, ამის მიზეზი გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებული  სწორედ ის განცხადება გახდა, სადაც წულუკიანი, აგვისტოს ომის გმირს, სხვის პიარს უაზროდ შეწირულს უწოდებდა. 

წულუკიანის გარდა, დღეს პასუხი გასცეს ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც წულუკიანის მსგავსად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ მისულა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში