თბილისობა აღარ ჩატარდება, თანხა ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება

09.10.21 15:11
თბილისობა აღარ ჩატარდება, თანხა ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდება. 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თანხა, რომელიც ღონისძიების ჩასატარებლად იყო გამოყოფილი, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება.

ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.

დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში", - წერს კალაძე Facebook-ზე.

ტრაგედია ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ, 12:00 საათისთვის მოხდა. ამ დროის მონაცემებით, უმძიმეს ფაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. 

მსგავსი სიახლეები