ერთი მოსამართლის 2 გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთ დღეში-რა ხდებოდა სინდისის პატიმრების პროცესებზე

08.08.25 20:40
ერთი მოსამართლის 2 გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთ დღეში-რა ხდებოდა სინდისის პატიმრების პროცესებზე

ერთი მოსამართლის ორი გამამტყუნებელი  ვერდიქტი ერთ დღეში-მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ოთხი წლითა და 6 თვით ციხეში  დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი გაუშვა.

ორივეს პოლიციელებზე  თავდასხმას ედავებიან,  ოღონდ პოლიციელების ჩვენებების გარდა, საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ  მტკიცებულებები არ დევს.

"შეწყალება არ იქნება" ეს იყო სინდისის პატიმრების  პასუხი მოსამართლის შეთავაზებაზე, მას შემდეგ რაც განაჩენები გამოცხადდა. 

კიდევ ერთი სინდისის პატიმრის  ვერდიქტი კი გადაიდო- დავით ხომერიკის ოჯახის წევრები მოსამართლე გალუსტაშვილისგან  ობიექტური გადაწყვეტილებას არ ელოდებიან. 26 წლის მუსიკოსი დღეს სხდომაზე პასტა-ფურცლით მივიდა და მზად იყო საბოლოო სიტყვა ეთქვა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა, პროცესი შეწყდა ად 15 აგვისტომდე გადაიდო.

რა ხდებოდა დღევანდელ პროცესებზე- სოფო ნიაურის ჩართვა სასამართლოდან.