რა ბედი ელით ცრუ მოწმე პოლიციელებს - გელაძე დუმს, "ოცნება" ვერსიებში ჩაიკარგა

08.08.25 20:42
რა ბედი ელით ცრუ მოწმე პოლიციელებს  - გელაძე დუმს, "ოცნება" ვერსიებში ჩაიკარგა

რა ბედი ელით ცრუ მოწმე პოლიციელებს-დააკავებენ თუ არა ადამიანებს, რომლებმაც თეთრი ძაფით შეკერილი საქმეებით უდანაშაულო დემონსტრანტები ციხეში გამოკეტეს?

გელა გელაძე, რომელიც ვალდებულია ამ კითხვას პასუხი გაცეს, დუმს. სამაგიეროდ სინდისის პატიმრებზე თავდასხმას აგრძელებენ მისი თანაგუნდელები. მტკიცებულებების არარსებობას კანონის უზენაესობად ასაღებენ, უდანაშაულოდ დატყვევებულ ადამიანებს კი კვლავ მოძალადეებად მოიხსენიებენ.

დღეს საკუთარი გუნდის რეკორდი შალვა პაპუაშვილმა მოხსნა. ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ მზია ამაღლობელის განაჩენი უსამართლო სასამართლოს ნაცვლად, ჩვენი ქვეყნის დასავლელ პარტნიორებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დააბრალა.

ქვეყანას ერთით ნაკლები სინდისის პატიმარი ყავს. ახლა ჩნდება კითხვები: გაიზიარებენ თუ არა გიორგი ახობაძის ბედს დანარჩენები? რა ბედი ელით ცრუ მოწმე პოლიციელებს? რას აპირებს “ქართული ოცნება“, როცა ერთის მხრივ, კანონის უზენაესობაზე საუბრობს, მეორეს მხრივ კი სინდისის პატიმრებზე თავდასხმებს აგრძელებს? 

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში