“ომი დაიწყო რუსეთმა“-მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
“ომი დაიწყო რუსეთმა“-მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდიარეობს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებს აპროტესტებენ, რა დროსაც ის არა თუ ვერ ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, არამედ ისრები სხვა ადამიანებზე გადააქვს.
მათივე თქმით, ადგილი იმ პრინციპით შეირჩა, რომ სწორედ აქ არის “გამაგრებული არალეგიტიმური პრემიერი“.
აქ არიოს გამაგრებული არალეგიტიმური პრემიერი, რომელმაც გუშინ მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა. ის ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ჩვენ თურმე გვიწარმოებია თავდასხმითი აგრესიული ომი, რუსეთის წინააღმდეგ, ჩევნ დაგვიწყია ომი 8 აგვისტოს და ვართ აგრესორები. საკუთარ ქვეყანას დააბრალა ის, რაც გამოვიარეთ რუსეთისგან, ამიტომაც ვართ აქ. რაც შეხეება პოლიციელებთან გასაუბრებას-მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაბედა ეთქვა, რომ ომიდ აიწყო რუსეთმა და 7 აგვისტოს ეჭირა იარაღი და საკუთარ ქვეყანას იცავდა,- განაცხადა მაგდა მამუკაშვილმა.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, საკუთარი ხმა გააგონონ ირაკლი კობახიძეს.