კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

08.08.25 19:27
კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გორის ცენტრში სპეცრაზმია მობილიზებული-კომბინატის დასახლებაში  ცოტა ხნის  წინ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

მთელს პერიმეტრზე სისხლის კვალია. იქვე ჩანს დაცხრილული მანქანებიც. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წაიყვანა.

დამნაშავის დასაკავებლად ადგილზე სპეცრაზმი მივიდა.  წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი  ადგილიდან გაიქცა და ახლა  თავს  ერთ-ერთ კორპუსს აფარებს, სადაც  ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.