ღია პოლიტიკური რევერანსი მოსკოვს - კობახიძემ გმირების საფლავთან საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა

08.08.25 20:09
ღია პოლიტიკური რევერანსი მოსკოვს - კობახიძემ გმირების საფლავთან საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა

ირაკლი კობახიძე 2018 წელს, თუ ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებდა, 2025 წელს, გმირების ოჯახის წევრების გვერდით ამტკიცებდა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. 

დღეს “ქართული ოცნება“ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან შეიკრიბა, პომპეზური თაიგულებით და დასევდიანებული სახეებით გმირების საფლავებს ჩამოაურეს და დაიწყეს.

გმირების საფლავებთან ირაკლი კობახიძე ძირითადად მხოლოდ ქართული მხარის ბრალეულობაზე საუბრობდა.  დაიწყო კობახიძემ და გააგრძელეს “ოცნების“ სხვა ლიდერებმა. ადგილიც ალბათ სიმბოლურად იყო შერჩეული - “ოცნებამ“ საქართველო ომის დაწყებაში ძმათა სასასაფლაოდან დაადანაშაულა.

მისი გუნდის წევრების უმძიმეს ბრალდებებს ისმენდა ირაკლი ჩიქოვანიც, რომელიც 2008 წელს გაეროში საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენდა. ჯერ საკუთარი წარსულის უარყოფა სცადა, რამდენიმე წამში კი მისი პოლიტიკური წარსული თავადვე დაადასტურა, თუმცა კითხვაზე ვინ დაიწყო ომი პასუხი აღარ გაგვცა.

კრემლი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და რუსული ე.წ სიმართლის დასამტკიცებლად უკვე ყველგან “ქართული ოცნების“ განცხადებებს ციტირებს. მოსკოვს თბილისის რევერანსები მოსწონს, თუმცა ახლა უკვე ქმედების დროა. ნაბიჯ- ნაბიჯ კრემლი საქართველოსგან საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ითხოვს და თანამშრომლობის ხელს სთავაზობს. 

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში