გორის ცენტრში სპეცრაზმია მობილიზებული - ბოლო ცნობები სისხლიანი დაპირისპირების ეპიცენტრიდან
გორის ცენტრში სპეცრაზმია მობილიზებული - ბოლო ცნობები სისხლიანი დაპირისპირების ეპიცენტრიდან.
კომბინატის დასახლებაში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
მთელს პერიმეტრზე სისხლის კვალია. იქვე ჩანს დაცხრილული მანქანებიც. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, სპეცრაზმმა თავდასხმელი დააკავა, თუმცა შსს ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს.
იარაღი გაისროლესო და შეიმალა სადარბაზოშიო-ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
სროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ აზრზე არ ვართ, რა მოხდა, ფოიერვერკის ხმა მეგონა, აქ მე არავის ვინცობ, სროლის ხმა კი იყო ბევრჯერ- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ადგილზე რჩებიან შსს-ს წარმომადგენლები და მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები.