ომი დაიწყო რუსეთმა- ხალხი „ოცნების“ განცხადებებს აპროტესტებს

08.08.25 20:24
ომი დაიწყო რუსეთმა-  ხალხი „ოცნების“ განცხადებებს აპროტესტებს

ომი დაიწყო რუსეთმა- მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო შეძახილები ისმოდა. ცოტა ხნის წინ პროტესტმა მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლა.

კანცელარიასთან მყოფი ადამიანები, ირაკლი კობახიძეს მიმართავნდნენ და სამარცხვინო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებდნენ.

მათი თქმით, დიდი სირცხვილია ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და ისინი უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ.

დღეს რომ ვერ ხედავ, რომ “ქართული ოცნება“ რუსული პროექტია, ეს უკვე დანაშაულია, ეს ნიშნავს, იმას, რომ არ გინდა ამის დანახვა, ხარ ამ ყველაფერთან კომოფრტულად და ეს არის ზუსტად დანაშაული. ეს არის ქვეყნის ღალატი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს “ოცნებას“ ხელს უმართავს და ზურგის ქარს უბერავს, დამნაშავეა, საქართველოს წინაშე,- განაცხადა რეჟისორმა, გიორგი თავართქილაძემ.

“ძირს რუსული დამპალი იმპერია“, „ომი დაიწყო რუსეთმა“, “ანწუხელიძე უკვდავია“- სწორედ ეს განცხადებები ისმოდა დღეს კანცელარიის წინ.

პროტესტის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.