კობახიძეს და ყაველაშვილს ვურჩევ, გონს მოვიდნენ და დაიხიონ უკან-ეროვნული გმირის, ემზარ წილოსანის დედა
ეროვნული გმირის, ემზარ წილოსანი დედა, “ოცნებას“ ურჩევს გონს მოვიდნენ და ჯარსაც და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებსაც შეურაცხყოფას ნუ აყენებენ.
როგორც დარეჯან წილოსანმა ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში“ განაცხადა, “ოცნების“ განცხადებები ძალიან მძიმე მოსასმენია და მათ ფსიქიკაზე მოქმედებს, რადგან ამ ხელისუფლებამ დაადანაშაულა და სამშობლოს მოღალატეებად გამოიყვანა“.
“ჩვენ რუსეთს არ დავუჩოქებთ და არ გვინდა, ნუ ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი“,- თქვა დარეჯან წილოსანმა.
კობახიძეს და ყაველაშვილს ვურჩევ, გონს მოვიდნენ და დაიხიონ უკან, ისინი ჩვენც და ჯარსაც შეურაცხყოფას გვაყენებენ. მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი, მაგათ არც ჯარი უნახავთ, არც ომი და არც ხალხის მრისხანება. ქართველ ერს არავინ ისე არ ერჩის, როგორც რუსეთი. 92 წელს, აფხაზეთის ომში, ჩემი ახლობელ, 23 წლის ბიჭს თავი მოაჭრეს, დაწვეს და მერე ქართველების თავებით ფეხსბურთი ითამაშეს. მაგათმა ისტორია არ იციან. ასეთ რამეს რომ მოისმენს, აჯანყდება ხალხი , აბა რას იზამს. რატომ უკვირთ ამდენი ხალხი რომაა ქუჩაში გამოსული. ეს ახალგაზრდობა იმისთვის იბრძვის, რომ რუსეთი არ გვინდა, ჩვენ მათ ვერ შევეგუებით, მაგათ თუ უნდათ, აიყარონ გუდა-ნაბადი და წავიდნენ რუსეთში. ჩვენ რუსეთს არ დავუჩოქებთ და არ გვინდა, ნუ ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ეს ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედებს.
ყველას ვურჩევ, დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ქევყანა, ისინი საფლავიდან ყვრიან, საქართველო ჩვენია და იქიდანაც კბიელბით იცავენ. ჩვენ სირცხილი არ უნდა ვაჭამოთ ქართველ ერს და იმ ჯარისკაცბეს, რომლებიც შეეწირნენ ქვეყანას. ხელისუფლებამ დაიხიოს უკან და ნუ გაყვრიან, რომ საქართველომ ომი დაიწყო. მე რომ ჩამოვალ, შინდისშიც ვერ მოვლენ ეგენი, ღმერთმა დაიფაროს მაქამდე იყვნენ. აბა, ჩემმა შვილმა რუსი დაიცვა? დასაცავია ჩვენი ქვეყანა, შინაური, მოგზავნილი რუსებისგან,- განაცხადა დარეჯან წილოსანმა.