მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა - ომბუდსმენის განცხადება

09.10.21 16:28
მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა - ომბუდსმენის განცხადება

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. 

ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა"- წერს ომბუდსმენი.  

სახალხო დამცველი იმედს გამოვთქვს, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.

ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!"- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.