8 თვე შემზარავი დანაშაულიდან და დაუსჯელი სპეცრაზმელები- რუსთაველის გამიზირზე აქცია-პერფორმანსი გაიმართა

09.08.25 13:39
8 თვე შემზარავი დანაშაულიდან და დაუსჯელი სპეცრაზმელები- რუსთაველის გამიზირზე აქცია-პერფორმანსი გაიმართა

რვა თვე შემზარავი დანაშაულიდან  და ამ დრომდე არცერთი დასჯილი მოძალადე. კადრები, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა - დანაშაულის მთავარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო უწყებები არ ცდილობენ გამოარკვიონ, ვინ ურტყავდა წიხლებსს თავში პროევროპილი აქციის მონაწილეს, ზვიად მაისაშვილს.

არ არის გამოკითხული არც ამ საქმის მთავარი მოწმე.  სწორედ ამიტომ, დღეს სიმბოლურად მოწმე თეონა ჭალიძე დანაშაულის ადგილას მივიდა და საგამოძიებო უწყებებს აქცია პერფორმანსით მიმართა.

დღევანდელი პერფორმანსით ვითხოვთ დამნაშვეების დასჯას, თუმცა, ვიცით, რომ არაფერი გამოვა, ქართულ სასამართლოსთან ჭიდილი. ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოს გადავცემთ, -განაცხადა მაისაშვილმა.

პერფორმანსით მივმართავთ პირველ რიგში “ოცნების“ მხარდამჭერებს, პირველ რიგში, გაიხსენეთ ეს საზარელი კადრები, სადაც სპეცრაზმელი, წაქცეულ, გონებადაკარგულ ადამიანს თავში ურტყამს გამეტებით, და თითქოს, თავით ბურთს კენწლავენ, ის იყო სიკვდილისთვის გამეტებული ამ ადგილზე და გვაინტერესებს, არ გაქვთ საკუთარ თავთან კითხვა, რატომ არ დასჯილან დამნაშავეები? -განაცხადა თეონა ჭალიძემ.

მსგავსი სიახლეები