20:00 საათზე, თბილისში ყოფილი საჯარო მოხელეების მარში გაიმართება
დღეს, 20:00 საათზე, თბილისში ყოფილი საჯარო მოხელეების მარში გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებული მოქალაქეეები გეგმავენ, ქუჩიდან უთხრან ივანიშვილის პარტიას, რომ ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.
ყველა მათგანი ამბობს, რომ სამსახურიდან სწორედ ამ არჩევანის და პეტიციაზე ხელის მოწერის გამო გაუშვეს უკანონოდ.
უსამსახუროდ დარჩენილი ხალხის პირველი გაჩერება გიორგი ლეონიძის სამი ნომერია, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მდებაროებს.
ამასთან, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, დემოკრატიულ არჩევნების ჩატარებას და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას.
მარშის მიზანია, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენც, საჯარო მოხელეები ვართ პროტესტის მონაწილეები, მეორეს მხრივ კი გვინდა, გზავნილი გავუგზავნოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოში ხდება კი არა უკვე მოხდა ისნტიტუციური მეხსიერების მოშლა.ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ევროკავშირსა და ნატოშ ინტეგრაციის პროცესებზე, მათ შორის მეც, აღარ მუშაობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა სტრუქტურებში, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ამ მიმართულებებზე, - ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.
დავიცავთ ქვეყანაში დემოკრატიას და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. აგვისტოს თვეში შიშ იყო, რომ პროტესტი მინავლდებოდა, მაგრამ უფროდაუფრო ძლიერდება. დღევანდელი საჯარო მოხელეების მარშიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ხალმხრავალი და ქვეყნის დემოკრატიის დაცვაში მოქმედი საჯარო მოხელეების გვერდში დგომაც დაგვჭირდება,- განაცხადა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ყოფილი საჯარო მოხელეების მარში პარლამენტისკენ გადაინაცვლებს და დედაქალაქის მთავარ გამზირზე, უწყვეტ პროტესტს შეუერთდება.