შსს-ს განცხადება საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელებზე, უკრაინის საწინააღმდეგოდ აღიქმება- ოპოზიცია
სრული დუმილი რუსეთის ქმედებებზე და თავდასხმა უკრაინაზე, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება- ასე აფასებს ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ დღევანდელ ბრიფინგს და ოფიციალური თბილისის სახელით გაჟღერებულ მოთხოვნებს.
ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, მაშინ როდესაც სამინისტრო უკრაინას სდებს ბრალს, რომ თითქოს ნეიტრალურ ზონაში ჩარჩენილი მათი მოქალაქეების ბედი არ აინტერესებთ, რატომ არაფერს ამბობენ რუსეთზე, რომელმაც საკუთარი ქმედებით ცდილობს საქართველო უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.
უკრაინის 100-მდე მოქალაქე ამ დრომდე მძიმე ვითარებაშია. ხალხი დახმარების მოლოდინშია, თუმცა, თბილისი ამბობს რომ მათ ქვეყანაში არ შემოუშვებენ.
არასდროს არაფერს ამბობენ იმ რუსეთზე, რომელიც საქართველოს საზღვარს იყენებს, რეალურად უკრაინის წინააღდმდეგ, მაშინ როდესაც მათ შეუძლიათ ეს მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე მიიყვანონ და არა ლარსის გავლით. გასაგებია, რომ ადამიანებისთვის აუცილებელია საბუთების საკითხი, რომლების მოგვარებაც მათ არ გააჩნიათ, გასაგებია, რომ მოლდოვასთან უნდა მოხდეს ამის შეთანხმება და ეს სამუშაო პროცესი, ვნახეთ, რომ მიმდინარეობს. შესაბამისად, შსს-ს ეს განცხადება აღსაქმელია რეალურად უკრაინის საწინააღმდეგოდ, მაშინ როდესაც, ისინი არაფერს ამბობენ იმ რუსეთზე, რომელსაც თავის საზღვარზე ატარებს ამ ადამიანებს, მოყავს, და უშვებს იმ ნეიტრალურ საზღვარზე, რათა დამატებითი პრობლემა შექმნას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვასთვის, - აცხადებს თეონა აქუბარდია.