მინის ბოთლის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა- აჭარაში კაცი დააკავეს

09.08.25 18:30
მინის ბოთლის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა- აჭარაში კაცი დააკავეს

აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1991 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებს.

უწყების ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ზ.გ.-ს მინის ბოთლის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 2000 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს მინის ბოთლის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.გ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით,მგამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები