პარლამენტთან აქტივისტი იოსებ ჯანდიერი დააკავეს

09.08.25 20:33
პარლამენტთან აქტივისტი იოსებ ჯანდიერი დააკავეს

პარლამენტთან აქივისტი იოსკა შარინგერი (ჯანდიერი) ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციელებმა პარლამენტის წინ საპატრულო მანქანაში ჩასვეს.

როგორც ვიდეოკადრებში ისმის, შეკითხვის მიუხედავად მათ არ განუმარტავთ თუ რა გახდა დაკავების მიზეზი. 

ადვოკატის ცნობით, ის ახლა დიღმის იზოლატორში გადაჰყავთ და ჯერ მისი ნახვის საშუალება არ ჰქონია.

შესახლების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, მე ამ დრომდე არ მქონია საშაულება, რომ მას გავსაუბრებოდი და გამეგო, რა მოხდა. ვიცი მხოლოდ ის, რომ დააკავეს რუსათველის გამზირზე. საპატრულო პოლიციის სამორიგეოში დამიდასტურეს, რომ ის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზეა დაკავებული. სხვა ინფორმაცია, რა მოხდა რეალურად და რატომ გადაწყვიტეს მისი დაკავება, ჩემთვის უცნობია, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

მსგავსი სიახლეები