პოლიციამ ქომაგებს მატჩზე გაშლილი ბანერი წარწერით - "რუსეთი ოკუპანტია" ჩამოახსნევინა
ქუთაისის ტორპედოს ფან-კლუბმა 9 აგვისტოს, „იბერიასთან“ გასვლით თამაშზე, ტრიბუნაზე ბანერი გადმოფინა, სადაც ასახული იყო ფაქტი, რომ რუსეთი ოკუპანტია.
როგორც "ჯუნგლები" წერს, რამდენიმე წამში პოლიციის თანამშრომლებმა ბანერის გაშლიდან რამდენიმე წამში ახალგაზრდებს მისი ჩამოხსნა მოსთხოვეს. "ნაბრძანები გვაქვს და ჩანოხსენითო"- წერენ ქომაგები.
ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, თუ რამდენად აპარტიულები ვართ. თუმცა დღეს მოხდა ისეთი რამ, რაზეც თვალის დახუჭვა და ხმის არ ამოღება სამშობლოს ღალატის ტოლფასია!!!
2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, ისევე როგორც ყოველ წელს, ჩვენ და ყველა სხვა გუნდების ფანები ვიხსენებდით იმას, თუ რა დაგვმართა ოკუპანტმა რუსეთმა.
2008 წლიდან დღემდე გვქონდა არაერთი სახის პერფორმანსი ამ ფაქტთან დაკავშირებით და არასდროს არავისგან, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.
2025 წლის 9 აგვისტოს, „იბერიასთან“ გასვლით თამაშზე, ტრიბუნაზე გადმოვფინეთ ბანერი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, და ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წამში ბანერთან მოდიან პოლიციის თანამშრომლები და გვეუბნებიან მის ჩამოხსნას. როცა ვიკითხეთ მიზეზი, თუ „რატო?“, პასუხი ასეთი იყო: „რუსეთის და პუტინის დედაც, მაგრამ კანონს ეწინააღმდეგება ნაბრძანები გვაქ და ჩანოხსენითო.
არ დავიწყებთ იმ დეტალებზე საუბარს, თუ რა დაგვმართა ოდიდგანვე ოკუპანტმა რუსეთმა, მაგრამ როცა ბევრის აზრით დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში შენი ყველაზე დიდი მტრის შეურაცხყოფის უფლებას არ გაძლევენ და მზად არიან რუსეთზე და პუტინზე ცუდის თქმის გამო დაგაპატიმრონ ეს უკვე თავად განსაჯეთ, თუ რას ნიშნავს…
შეიძლება დღეს ტრიბუნიდან ბანერი ჩამოგვახსნევინეთ, მაგრამ ამით ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით და მომავალშიც დაზარალდებით!!!
დედას შევეცით რუსეთის, პუტინის და ყველა რუსეთუმე სამშობლოს გამყიდველი ნაბიჭვრის!!!
რუსეთი დედამოტყნული ოკუპანტია!!!
პუტინი ღორისშვილი ნაბიჭვარია!!!დიდება ჩვენს გმირებს!!!
დიდება ჩვენს საქართველოს!!!"- აღნიშნულია წერილში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.