10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია ავრცელებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
- ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
- ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
12 და 13 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.