გავრცელებული ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

10.08.25 17:23
გავრცელებული ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - "ინტერპრესნიუსის"
ცნობით, შემთხვევა გუშინ ღამით, ფოლკლორულ ღონისძიებაზე მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. თუმცა, რამ გამოიწვია მხარეებს შორის დაპირისპირება, უცნობია.

IPN.GE-ს ცნობით, დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მას ცივი იარაღით ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები