სტიქია ხელვაჩაურში - მეწყრული პროცესების გამო, 15 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი.
უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა ახალსოფელს, მახინჯაურისა და შარაბიძეების თემების ნაწილს.
ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფელ ერგეში (ბაშკო ეკალაური) 40 აბონენტს.