უმძიმესი ავარია ავტობანზე - გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი

09.10.21 18:02
უმძიმესი ავარია ავტობანზე - გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი

შავშვებთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. 

კლინიკა "გორმედში" რჩება ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პირი. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ავტობანზე ქორწილის კორტეჟი უმძიმეს ავარიაში რამდენიმე საათის წინ მოჰყვა. 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.