2008 წლის ომი და ომის შედეგები - როგორია დევნილობაში ცხოვრების 17 წელი
დევნილობაში ცხოვრების 17 წელი და აგვისტოს ხუთი დღე, რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა რუსულ ბომბებს გადარჩენილ საქართველოს ასობით მოქალაქეს.
"პირველების" რეპორტაჟის მთავარი გმირები დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები ქართველები არიან. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გაჰყურებენ ჰორიზონტს, იმ იმედით, რომ გორაკის იქით დაბრუნებას შეძლებენ.
საკუთარი სახლებიდან იძულებით წამოსული ადამიანებს ახლაც მძიმედ ახსენდებათ ბოლო წამი, როცა ცხედრებით გადავსებულ ქუჩებში რუსული ჩექმების ხმა ისმოდა და სროლების ფონზე უწევდათ ბრძოლა გადარჩენისთვის.
17 წლის წინ ამ დროს რუსული რეგულარული არმია ქართული სოფლების შუაგულში იყო და აოხრებდნენ ყველაფერს, რასაც მოსახლეობა წლების განმავლობაში აშენებდა. ომი რუსეთმა, 7 აგვისტოს დაიწყო. დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი.
დღეს 200 ათასზე მეტი ადამიანი დევნილია და ომიდან 17 წლის შემდეგ უწევთ იმაზე საუბარი თუ რატომ არ აქვთ ქართველებს ომის გამო ბოდიში მოსახდელი.