თავისუფლების ხმა ციხის გისოსებს არღვევს - სინდისის პატიმრების მშობლები დღეს გარდაბანში იმყოფებოდნენ

10.08.25 20:41
თავისუფლების ხმა ციხის გისოსებს არღვევს - სინდისის პატიმრების მშობლები დღეს გარდაბანში იმყოფებოდნენ

თავისუფლების ხმა ციხის გისოსებს არღვევს  და მთელ ქვეყანას მოიცავს - სინდისის პატიმრების წერილები ამჯერად გარდაბანში დაარიგეს. ევროპული მომავლის მცველების გზავნილები ადგილობრივ მოსახლეობას მათმა მშობლებმა გააცნეს.

დედებმა ფეხით მოიარეს ქალაქის ბაზარი,  ყველა ცენტრალური ქუჩა და კარდაკარ მივიდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ციხეში შედგენილი წერილების გავრცელების მიზანია, უშუალოდ პირველ წყაროსგან მოისმინონ მოქალაქეებმა სიმართლე, იმის შესახებ, თუ რატომ გამოკეტეს ციხის საკანში 40-ზე მეტი დემონსტრანტი.

დედების თქმით,  წერილები ამხელს სახელისუფლებო პროპაგანდას და მითებს არ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

სინდისის პატიმრების მშობლები - თეკლა დონაძე დეტელები

მსგავსი სიახლეები