თბილისში, ფონიჭალას მიმდებარედ ხანძარია (ვიდეო)
თბილისში, ფონიჭალას მიმდებარედ ხანძარია - კადრებს facebook გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
მეტი დეტალი ამ დროისთვის უცნობია - კადრების მიხედვით კი ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. სავარაუდოდ, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ბალახი იწვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველებს" განუცხადეს რომ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.