აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
17 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა.
2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთაან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.
ოჯახის წევრები მათი გმირების ისტორიებს და ბოლო კომუნიკაციას იხსენებენ.
გმირი იყო და გმირულად დაასრულა სიცოცხლეც. თყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებასა, არჩია, სიკვდილით დაესრულებინა ეს ყველაფერი, გახსნა ხელყუმბარა და თავი აიფეთქა. გმირულად შეეწირა მეგობრებს და ქვეყანას,- ამბობს ალეკო ონიანის და.
უთანასწორო ომი იყო, ჩვენ ბიჭებს, მიუხედავად იმის, რომ იცოდნენ, იღუპებოდნენ, არცერთ მათგანს, ხელები არ აუწევია და სიცოცხლე არ უთხოვია მტრისთვის, არცერთს უკან არ დაუხევია. ისინი გმირები არიანდ ა მინდა მივმართო მტავრობას, თუ ისინი გმირები არიან, აღიარეთ ოფიციალურად, - ამბობს ერთ-ერთი გმირის ოჯახის წევრი.