შინდისის გმირის, ალეკო ონიანის და: ტყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებას არჩია, რომ თავისი სიკვდილით დაესრულებინა ეს ყველაფერი

11.08.25 12:32
შინდისის გმირის, ალეკო ონიანის და: ტყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებას არჩია, რომ თავისი სიკვდილით დაესრულებინა ეს ყველაფერი

 

 

17 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა.

ამ დღის შემდეგ  გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

ოჯახის წევრები მათი გმირულ ისტორიებს და მათთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებენ.

ჩემი ძმა იყო ნამდვილი ქართველი კაცი და გმირულად დაიღუპა ამ ადგილას. ტყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებას არჩია, რომ თავისი სიკვდილით დაესრულებინა ეს ყველაფერი.

გახსნა ხელყუმბარა, აიფეთქა თავი და გმირულად შეეწირა მის ქვეყანას, მეგობრებს და სამშობლოს.

ჩემი ძმა ომობდა მისი ქვეყნისთვის და საქართველოს ერთიანობისთვის",  - თქვა შინდისის გმირის, ალეკო ონიანის დამ.

მსგავსი სიახლეები