2023 წელს, "რუსული კანონის" აქციების დროს დაზარალებული 19 ჟურნალისტის საჩივარი სტრასბურგში გაიგზავნა
უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში 2023 წელს, "რუსული კანონის" აქციების დროს დაზარალებული 19 ჟურნალისტის საჩივარი გაიგზავნა.
მისი თქმით, 2 წლის შემდეგაც კი "გამოძიების მიხედვით არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არი". უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მათთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლადაც კი დიდი შრომა დასჭირდათ.
რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი.
ეს ადამიანები არიან 2023 წლის მარტის აქციებისას (რუსული კანონის პირველად მიღების პროცესში) დაზარალებული ჟურნალისტები, რომლებზედაც იძალადა სისტემამ.
დღემდე გამოძიების მიხედვით არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერებაც კი არ დასრულებულა 2 წლის თავზე.
დიდი შრომა დაგვჭირდა რომ დაზარალებულის სტატუსი მაინც მიეღოთ აღნიშნულ პიროვნებებს (ნაწილს) საგამოძიებო ორგანოს მიერ.
მადლობა მედიაომბუდსმენის გუნდს კვალიფიციური და დიდი შრომის გაწევისთვის. (ილონა დიასამიძე, ჯანო ჭკადუა)
განსაკუთრებული მადლობა კი ნათია კაპანაძეს, რომელიც ათასობით კილომეტრის დაშორებით არის საქართველოდან, მაგრამ ყოველთვის ჩვენ გვერდით - საჭირო დროს.
19 ჟურნალისტისა და ოპერატორების სახელები და გვარები:
- ნიკოლოზ კოკაია
- მარი წაქაძე
- ალექსანდრე ქეშელაშვილი
- მამუკა მგალობლიშვილი
- მაია თეთრაშვილი
- ნიკა კოკაია
- მიხეილ გვაძაბია
- რატი მუჯირი
- გურამ მაისურაძე
- დეა მამისეიშვილი
- ზურაბი ჩხვირკია
- ნიკა საჯაია
- ჯამლეთ ბაკურიძე
- ირაკლი ბახტაძე
- სალომე ჩადუნელი
- გიორგი კვიჟინაძე
- დავით მანია
- ვახტანგ ქარელი
- თამარ გეგიძე
პ.ს. მადლობა რუსუდან ცხომელიძეს, რომელმაც ვიდეორეპორტაჟზე იმუშავა (იხ. ლინკი კომენტარებში)," - წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
განახლება - 12/08/2025 - დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებები ნახეთ აქ: