თვალჭრელიძის ქუჩაზე პროტესტი გრძელდება - რა პასუხი აქვს კალაძეს ღია ცის ქვეშ დარჩენილებისთვის?

11.08.25 20:58
თვალჭრელიძის ქუჩაზე პროტესტი გრძელდება - რა პასუხი აქვს კალაძეს ღია ცის ქვეშ დარჩენილებისთვის?

"როდემდე უნდა ვიყოთ ასე უპატრონოდ დაყრილები?" - ეს არის კითხვა, რომელსაც უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები სვამენ. დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთა ერთადერთი საცხოვრისი მიწასთან გაასწორეს, დახმარებას უშედეგოდ ელოდებიან. მიმართეს ყველას, ვისაც მათი დახმარება ევალება, მაგრამ ღამეს მაინც ქუჩაში ათევენ.

კითხვაზე: როგორ გაგრძელდება პროტესტი, თუკი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ბედით კვლავ არავინ დაინტერესდება? - დაზარალებულები გვპასუხობენ, რომ ამ ეტაპზე ტოვებენ სივრცეს, რათა კომპანიამ და დედაქალაქის მერიამ საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნონ, თუ ეს ასე არ მოხდება შესაძლოა "ბლექს სი ფროფერთის" ოფისთან კარვები ვიხილოთ. პროტესტი კალაძის უწყებამდეც მივა.

უსახლკაროდ დარჩენილები ერთს ამბობენ, დედაქალაქის მერი კი მეორეს. კახა კალაძე კვლავ იმეორებს, რომ მერია საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს და ვისაც კანონით ეკუთვნის, ყველას დაეხმარებიან.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები