მეტრო "ვარკეთილის" დაუსრულებელი რეაბილიტაცია - ვადა კვლავ გახანგრძლივდა

11.08.25 21:00
მეტრო "ვარკეთილის" დაუსრულებელი რეაბილიტაცია - ვადა კვლავ გახანგრძლივდა

მეტროსადგური "ვარკეთილის" მრავალწლიანი რეაბილიტაციის პროცესის ვადა კვლავ გახანგრძლივდა. სამუშაოები ჯერ საწყის ეტაპზეა, შესაბამისად მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება, მიუხედავად ამისა თბილისის მერმა სიტყვები უკან არ წაიღო და  მეტროს გახსნა რამდენიმე დღეში დააანონსა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ დაუსრულებელი მეტროსადგურის გახსნა უსაფრთხო არ არის. თუმცა წინასაარჩევნოდ მერობის კანდიდატი ცდილობს 8 წლიანი დაპირება 45 დღეში ჩაატიოს და ხალხის თვალში რეპუტაცია ასე აიმაღლოს.

ოპოზიციის წარმომადგენლები კახა კალაძეს საქმისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ. გაჭიანურებულ თარიღებთან ერთად ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან მრავალი მილიონია დახარჯული, მაგრამ ვარკეთილის მეტრო კვლავ ვერ ახერხებს მოსახლეობის მომსახურეობას.

დეტალები ნახეთ თეკლა დონაძის სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები