ინსაფ ალიევის პროტესტი - პატიმარი არაადამიანურ პირობებზე საუბრობს - როგორ იმართლებენ თავს "ოცნებაში"

11.08.25 20:54
ინსაფ ალიევის პროტესტი - პატიმარი არაადამიანურ პირობებზე საუბრობს - როგორ იმართლებენ თავს "ოცნებაში"

უფლებადამცველის თქმით, მოშიმშილე სინდისის პატიმარი, ინსაფ ალიევი, რომელიც საკანში არსებულ არაადამიანურ პირობებზე და ანსიტანიტარიაზე საუბრობდა, კვლავ სამარტოო საკანში რჩება. მას ისევ არ აქვს მედიკამენტებზე წვდომა და პატიმართან არ შესულა ომბუდსმენის წარმომადგენელი. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ის ხდებოდეს, რაზეც სინდისის პატიმრები და მათი ადვოკატები საუბრობენ. 

"ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის თქმით, "არ უნდა ჰქონდეს ისეთი განცდა, თითქოს კიდევ ერთხელ ხდება კონკრეტული საკითხის პოლიტიზირება". 

წარმოუდგენელია ასეთი რამე ხდებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ციხე, სადაც ე.წ. ფუქსებში ათავსებდნენ ადამიანებს და ელემენტარულად სუნთქვის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. 

ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის პენიტენციური დაწესებულებები, სადაც უზრუნველყოფილია თითოეული ადამიანის ღირსეული ყოფნა, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, იქნება ეს სხვადასხვა რეჟიმიდან გამომდინარე. 

არ მინდა მქონდეს ისეთი განცდა, რომ თითქოს კიდევ ერთხელ ხდება კონკრეტული საკითხის პოლიტიზირება იმიტომ, რომ მსგავსი განცხადებები ჩვენ გვახსოვს მაგალითად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით," - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

ლევან მახაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებული არ არის, რომ ინსაფ ალიევი სიმართლეს საუბრობს. "ქართული ოცნების" წევრის თქმით, პატიმრებს მსგავსი შემთხვევების დროს შეუძლიათ ომბუდსმენს მიმართონ. 

არ ვარ დარწმუნებული, რომ ან ის საუბრობს სიმართლეს, ან რეალურად ესეთი არის თუ არა. მე ვთხოვ მასაც და ყველა პატიმარსაც თუკი რაიმე პრობლემა აქვთ, გარდა იმისა რომ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართონ, ასევე ომბუდსმენს მიმართონ. თუ რაიმე პრობლემა ამ მხრივ არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოც არის მოწოდების სიმაღლეზე და მონდომებული, რომ გამოასწოროს ყველა ის შესაძლო ხარვეზი თუ პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ დაწესებულებაში," - განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

ცნობისთვის, სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები