არინა თავაქარაშვილი: სირცხვილია, უმადურობაა და კატეგორიულად მიუღებელია როდესმე ვინმემ თქვას, ომი დაიწყო საქართველომ

11.08.25 21:46
არინა თავაქარაშვილი: სირცხვილია, უმადურობაა და კატეგორიულად მიუღებელია როდესმე ვინმემ თქვას, ომი დაიწყო საქართველომ

"სირცხვილია, უმადურობაა და კატეგორიულად მიუღებელია როდესმე ვინმემ თქვას, ომი დაიწყო საქართველომ" - ამის შესახებ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, არინა თავაქარაშვილმა განაცხადა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი კი არ დაიწყო, "ჩვენ თავისუფლებაზე და სახელმწიფოებრიობაზე მათი დარტყმები გაგრძელდა". 

საკმაოდ დიდი ტერიტორია ოკუპანტის გამო დავკარგეთ და სირცხვილია, უმადურობაა და კატეგორიულად მიუღებელი როდესმე ვინმემ თქვას, ომი დაიწყო საქართველომ. ომი კი არ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, ჩვენ თავისუფლებაზე და სახელმწიფოებრიობაზე მათი დარტყმები გაგრძელდა, ეს არის საშინელება...

ასეთნაირად შემოჭრა რუსეთისა და დღეს, თავის მართლების რეჟიმში დგომა, რომ "ომი ჩვენ დავიწყეთ" და რუსეთი არ შემოჭრილა, შემოიჭრა," - თქვა არინა თავაქარაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები