მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს - ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.", - წერს კარლ ჰარცელი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, უბედრი შემთხვევა ბათუმში 8 ოქტომბერს მოხდა. 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
გარდაცვლილია 9 ადამიანი,მათ შორის 3 არასრულწლოვანი. სამძებრო სამუშაოები დროისთვის დასრულებულია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე შსს-მ I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.