ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
8 აგვისტოს ვაშინგტონში დადებული შეთანხმების დეტალები ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ტელეფონით გააცნო - კომუნიკაცია სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანს და კობახიძეს შორის ისტორიული შეთანხმებიდან მესამე დღეს შედგა. სომხეთი მადლობას უხდის ქართულ მხარეს, ამ შეთანხმების საჯარო მხარდაჭერისთვის.
სომხური მედიის ცნობით, თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე. ორმხრივად აღინიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ამ დროისთვის, აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს მთავრობას