ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

10.10.21 10:50
ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ბათუმში, ნანგრევებიდან ერთადერთი გადარჩენილი ადამიანის,  ზვიად თავდგირიძის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

კლინიკა მედცენტრის ექიმის ინფორმაციით, პაციენტი დამოუკიდებლად სუნთქავს და კონტაქტურია, თუმცა დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება.

პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური, გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ველოდებით გაუმჯობესებას, მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრეამ სტაბილური", - ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, უბედრი შემთხვევა ბათუმში 8 ოქტომბერს მოხდა.  26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი  8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.

გარდაცვლილია  9 ადამიანი,მათ შორის 3 არასრულწლოვანი. სამძებრო სამუშაოები  დროისთვის დასრულებულია.

ფაქტზე შსს-მ I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.