“მისი სიტყვები წინასწარმეტყველური გამოდგა” - საქართველოში პოლონეთის საელჩო ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმულ სიტყვაზე
ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული სიტყვიდან 17 წელი შესრულდა - “მისი სიტყვები წინასწარმეტყველური გამოდგა”, - წერს საქართველოში პოლონეთის საელჩო მაშინდელი პრეზიდენტის მიერ თბილისში წარმოთქმულ სიტყვაზე.
17 წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი თბილისში ჩამოვიდა და ქართველების მხარდამჭერ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა ლიეტუვის, ესტონეთის, უკრაინის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად.
შეკრებილ მოქალაქისადმი მიმართვისას, ლეხ კაჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრების დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს და რომ საერთაშორისო საზოგადოების მოვალეობაა რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს დაუპირისპირდეს.
"ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მოგვიანებით, შესაძლოა, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დრო მოვიდეს."