ინსაფ ალიევის მესაკნემ დაიწყო მშრალი შიმშილობა, მოითხოვს, ინსაფი კარცერიდან საკანში დააბრუნონ - მარინა მესხი
ინსაფ ალიევის მესაკნემ სინდიდის პატიმრის კარცერიდან საკანში დაბრუნების მოთხხოვნით მშრალი შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარინა მესხი წერს.
როგორც მესხი იტყობინება, მას რამდენიმე წუთის წინ ინსაფ ალიევის მესაკნემ, დენის კულანინმა თავად დაურეკა.
ვარ 11 პირის სასამართლო სხდომაზე.
20 წუთის წინ დამირეკა ინსაფ ალიევის მესაკნემ, დენის კულანინმა ( აქციაზე დააზიანა პოლიციის მანქანა და უკვე მიუსაჯეს 2 წელი).
დენისმა კვირას დაიწყო მშრალი შიმშილობა.
მას აქვს ერთი მოთხოვნა-დააბრუნონ ინსაფ ალიევი კარცერიდან საკანში!
მიმართა ომბუდსმენს, მაგრამ არ შესულან მასთან ციხეში.
გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია და მიაწოდოთ მედიებს!
Ayhan Həsənli
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia
პუბლიკა • Publika
რადიო თავისუფლება
Netgazeti
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი
Formula • ფორმულა
ცნობისთვის, ინსაფ ალიევმა რამდენიმე დღის წინ საკანში არსებული არაადამიანური პირობები და ანსიტანიტარია გააპროტესტა და შიმშილობა დაიწყო.