გარეთ შევხვდებით! - ზვიად რატიანის წერილი გიორგი ახობაძეს

12.08.25 13:26
გარეთ შევხვდებით! - ზვიად რატიანის წერილი გიორგი ახობაძეს

პატიმრობაში მყოფი პოეტი, ზვიად რატიანი გიორგი ახობაძეს პატიმრიბიდან გათავსიუფლებას ულოცავს და წერილს წერს. 

გარეთ შევხვდებით! - წერია გზავნილში, რომელიც იმ ექიმმა მიიღო, რომელსაც ნარკოდანაშაული ვერ დაუმტკიცეს. 

"გიო, ზვიადი ვარ, როგორი ბედნიერებიც ვართ, კი წარმოიდგენ. არც გადის ეიფორია.

საკნიდან რომ გადიოდი, მინდოდა მეთქვა გარეთ შევხვდებით მეთქი, მაგრამ თავის შევიკავე, ცუდი ხუმრობა გამოვიდოდა. უკბილო და უადგილო. თურმე ვცდებოდი და კიდევ კარგი!

ახლა კი გამართულად ვიტყვი: გარეთ შევხვდებით!
გეხვევი, ზვიადი" -  წერს პოეტი ზვიად რატიანი გიორგი ახობაძეს.

8 აგვისტოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, თითქმის 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ  გიორგი ახობაძე მტკიცებულებების არარსებობის გამო, უდანაშაულოდ ცნეს.  

  • ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, მას აღკვეთის უმკაცრესი ზომა პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები