„რუსეთი ოკუპანტია! ომს ყოველთვის ოკუპანტები იწყებენ" - ნიკა კაცია
„რუსეთი ოკუპანტია! ომს ყოველთვის ოკუპანტები იწყებენ" - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მიმართვა დღეს სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარმა ნიკა კაციამ.
"ადამიანებმა საკუთარი თავისუფლება გაცვალეს ქვეყნის თავისუფლების ხარჯზე და თუ რამე გვინათებს დღეს სავალ ბილიკებს, ეს გმირების ისტორიები" - თქვა სასამართლოზე სინდისის პატიმარმა.
„რუსეთი ოკუპანტია. ყოველთვის ოკუპანტები იწყებენ ომს და მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუყურებ, გმირების ოჯახის წევრებს - ყველას, საქართველოში მცხოვრებ უმეტესობას გვახსოვს ის, რომ ადამიანებმა საკუთარი თავისუფლება გაცვალეს ქვეყნის თავისუფლების ხარჯზე და თუ რამე გვინათებს დღეს სავალ ბილიკებს, ეს არის გმირების ისტორიები“, - თქვა ნიკა კაციამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.