პროექტი ემიგრანტი დედებისთვის! - "ჯეო ჰოსპიტალსსა" და Lib.ge აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის სამედიცინო კლინიკა, საგანმანათლებლო პროექტ LIB.GE-სთან პარტნიორობით ემიგრანტი დედების ფსიქოლოგიური დახმარების პროექტს უერთდება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით თოთაძემ და Lib.ge დამუძნებელმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას Lib.ge ბრენდის ელჩი საზღვარგარეთ ინგა თოფურია ესწრებოდა.
ჯეო ჰოსპიტალსი“ აგრძელებს ინვესტირებას პროექტებში, რომლებიც სცდება კლინიკის ფარგლებს და რეალურად ზრუნავს ადამიანებზე იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ემიგრანტი დედებისთვის!
“ჯეო ჰოსპიტალსი”, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აკადემიასთან Lib.ge ერთად იზრუნებს ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებზე"- აცხადებენ „ჯეო ჰოსპიტალსში".
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისინი სამომავლოდ არაერთ საინტერესო პროექტს პირდებიან ემიგრანტებს:
„ჯეო ჰოსპიტალსს“ ქმნის პროფესიონალთა ის ერთობა, რომელიც სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს აერთიანებს. გუნდი რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას, ადამიანებზე ზრუნვას და სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში ჩართვას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს. ამჯერად, „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის სამედიცინო კლინიკა, საგანმანათლებლო პროექტ LIB.GE-სთან პარტნიორობით ემიგრანტი დედების ფსიქოლოგიური დახმარების პროექტს უერთდება, სამომავლოდ კი არაერთ საინტერესო პროექტს პირდება ჩვენ ემიგრანტებს.“ - აცხადებს დავით თოთაძე, „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი.