დადგენილია, ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა - ექსპერტის ჩვენება
ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტმა მარიამ ბახუტაშვილმა მისცა.
ექსპერტის თქმით, თმა ყველაზე დიდხანს, რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში ინახავს ინფორმაციას ნარკოტიკის მოხმარების კვალზე.
- ცნობისთვის, ჟურნალისტი დაკავების დღიდან ამტკიცებს, რომ მისი დნმ ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთ მასალაზე ხელოვნურად დაიტანეს.
ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება
ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება,ექსპერტიზის პროცესი შეუფერხებლად წარიმართა, მათ შორის ნიმუშის[თმის] აღება.
სისხლი ინახავს ინფორმაციას ყველაზე ცოტა ხნით, რამოდენიმე საათით - მაქსიმუმ ერთი ორი დღის განმავლობაში
შარდი ინახავს შედარებით დიდხანს, სამი კვირის განმავლობაში
თმა ინახავს ყველაზე დიდხანს რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში. სწორედ თმის კვლევა ჩაუტარდა კაციას".- განაცხადა ექსპერტმა.
დღევანდელ სხდომაზე მარიამ ბახუტაშვილის გარდა გამოიკითხა კიდევ ერთი ექსპერტი, რომელმაც იდენტური ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ ნიკა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ არის.
თმის ღერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ნიკა კაციას ორგანიზმში რომ ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 21 თებერვალს განაცხადა ნიკა კაციას ადვოკატმა. ნინო ლომინაძის თქმით, დღეს უკვე ექსპერტებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ნიკოლოზ კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.
უფლებადამცველმა დღევანდელ სხდომაზე ასევე წარადგინა წერილობითი მტკიცებულება და ისაუბრა იმაზე, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს საქმის ოქროს მოწმე ტაქსის მძღოლი.
როდესაც პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ კაცია იყო აქტიური მომხმარებელი, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ კაცია არ მოიხმარდა არცერთი კატეგორიის ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული ინფორმაცია ბრალდების მხარემ, რა თქმა უნდა, არ მიიჩნია უტყუარად, თუმცა გასაკვირია, ვინაიდანაც, სწორედ პირველივე დღეს, როცა მე უკვე საქმეში ჩავერთე და გავეცანი საქმის მასალებს, ვითხოვდი, რომ ბრალდების მხარეს დროულად დაენიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცაღა, დადგენილებით მეთქვა უარი და მითითება იყო, რომ თვად შემეძლო ამ საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამის შემდეგ სწორედაც დაინიშნა ექსპერტიზა და დღეს ამ ექსპერტებმა სასამართლოში დაადასტურეს მათ მიერვე გაცემული დასკვნა და ჩატარებული მოქმედებები, რაზეც კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკოლოზ კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი", - განაცხადა ადოკატმა.
ნიკა კაციას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპიდან დასკვნით ფაზაში გადადის. პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით 15 აგვისტოს წარდგება, დაცვის მხარე კი დასკვნით სიტყვას 26 აგვისტოს იტყვის.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.