"ძლიერი საქართველო": აჭარაში, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ, 12 საბავშვო ბაღი მოუმზადებელი ხვდება

12.08.25 15:53
"ძლიერი საქართველო": აჭარაში, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ, 12 საბავშვო ბაღი მოუმზადებელი ხვდება

 

 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ინფორმაციით, აჭარაში, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ, 12 საბავშვო ბარი მოუმზადებელი ხვდება. ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხები, თუმცა მათი დროული ათვისება ვერ ხერხდება. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, ახალაშენებულ ბაღებსაც კი უკვე რეაბილიტაცია სჭირდებათ, რადგან შენობებს სამუშაოს გამოცდილების არმქონე კომპანიები ატარებენ - მიზეზი კი, მათივე თქმით, სავარაუდოდ კორუფციაა.

ქალაქში, სადაც ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება მუნიციპალური ბაღების გარეშე, ბათუმში, 38 ბაღიდან 12 ახალ სასწავლო წელს ვერ შეხვდება ნორმალურ მდგომარეობაში, ვერ შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. 

ეს მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნებისთვის" ეს არ არის მთავარი პრიორიტეტი. გამომდინარე აქედან, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბათუმის 34-ე ბაღთან, რომელიც 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, მასში მილიონობით ლარი გაიხარჯა და დღეს, ეს ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საბავშვო ბაღებიც კი ჩვენი ხელისუფლებისთვის გახდა კორუფციის წყარო. მაშინ, როცა ჩვენ ქალაქში ათასობით ადამიანი ცხოვრობს საბჭოთა სახლებში, წარმოუდგენელია 7 წლის წინ აშენებული ბაღი დაიხუროს იმ მიზეზით, რომ მას ჰქონდეს ავარიული სტატუსი, მაშინ როცა მასში 4 მლნ  ლარამდეა დახარჯული," - აცხადებენ კოალიციაში. 

მსგავსი სიახლეები