ადვოკატის ინფორმაციით, სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა შეწყვიტა
სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მისი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატის ინფორმაციით, ინსაფ ალიევი მანამდე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა.
სინდისის პატიმარმა, ინსაფ ალიევმა, ოჯახის წევრების, მეუღლის და მოხუცი ბებიის (90 წლის) თხოვნით შეწყვიტა შიმშილობა.
მას ასევე შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.
მადლობა მას ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისთვის.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე დამატებით დავწერ, მოგვიანებით“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ადვოკატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო.