თედო აბრამოვის საქმე-14 აგვისტოს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

12.08.25 17:24
თედო აბრამოვის საქმე-14 აგვისტოს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სინდისის პატიმრის, თედო აბრამოვის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის. 14 აგვისტოსს ჩანიშნულ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე სათათბიროდ გავა.

აბრამოვი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და სასამართლო სხდომაზე ხელი დაადო მის დამკავებელ პოლიციელსაც, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით არ ინტერესედება.

პროკურორი ამტკიცებდა, რომ დაკავებულს ნარკოტიკული ნივთიერება ნამდვილად ჰქონდა და შესაბამისად, მის დაკავებას მოითხოვს. 

განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. იურისტები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიები ჩაუდეს, ასევე, მოწმე პოლიციელები, რომლებიც მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს და საკუთარ ვერსიებში ჩაიკარგნენ.

ბრალდების მხარემ, ვერანაირი კონკრეტული მტკიცებულება ვერ დაასახელა, რაც ბრალდებას უდევს საფუძვლად და რის გამოც დღეს მოითხოვა აბრამოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგეან. ის ფაქტი, რომ თურმე დაცვის მხარის მოწმეების მიერ გაჟღერებული გარემოებები თანხვედრაშია პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან, აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მოწმეები და ექსპერტიზის დასკვნები, უბრალოდ იმას კი არ ადასტურებს, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებებბი ვერ წარადგინა, არამედ იმას, რომ პოლიციის თანამშრომლებმა რეალურად სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს, -ამბობს აბრამოვის უფლებადამცველი.

14 აგვისტოს სიტყვის უფლებით ისარგებლებს ასევე თედო აბრამოვიც, რომლის შემდეგაც მოსამართლე  მჭედლიშვილი სათათბიროდ გავა და სავარაუდოდ, კიდევ ერთი სინდისის პატიმრის საქმის განაჩენი აგვისტოს ბოლომდე გამოცხადდება.

  • თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
  • აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები