თბილისი ახალი ურბანული კატასტროფის წინაშე-ოპოზიცია კალაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს
დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები გრძელდება-ამჯერად მერიამ მწვანე შუქი ილია წულაიას სამშენებლო კომპანიას აუნთო, რომელიც ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნციული კომპლექსის მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. გეგმის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე 51 ნაგებობა აშენდება, მათ შორის საუბარია მრავალსართულიან კომპლექსებზეც, ყველაზე მაღალი შენობა 33-სართულიანი იქნება.
ნაძალადევის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს უბანს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია მანამდე დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში იყო, წულაიას კომპანიამ კი ის 2025 წლის აპრილში შეისყიდა.
პროექტის მაშტაბიდან გამომდინარე, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ მშენებლობის უკან კახა კალაძის ინტერესები დგას. 21 ჰექტარ ფართობზე, ქალაქის ცენტრში, ამ რაოდენობის კორპუსების ჩადგმა კი თბილისს გამოუწორებელ ზიანს მიაყენებს.
კალაძის მეგობარი ბიზნესმენი სამშენებლო სამუშაოებს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყებს.