ჟურნალისტების სარჩელი ევროსასამართლოში - “ოცნებას“ პასუხის გაცემა ევროპულ სასამართლოში მოუწევს
ქართველი ჟურნალისტები ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში იწყებენ. საერთაშორისო მართლმსაჯულებამ მალე 2023 წლის მარტის აქციებზე დაშავებული 19 ჟურნალისტის საქმე უნდა განიხილოს. ამ მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, მოძალადეები კი ჯერ ისევ არ დასჯილან. მათ შორის უმეტესობა სპეცრაზმელია. ისინი რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა კამერები ჩაირთო და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღდეგ ძალადობის გაშუქდა. ტექნიკის დაზიანების გარდა, ზოგიერთ ოპერატორს ფიზიკური თავდასხმის გამო ამ დღის შემდეგ ხანგძლივი მკურნალობა დასჭირდა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების უფლება - ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი სტრასბურგში სწორედ ამ უფლებების დარღვევის დადგენას ელოდება. ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტების ინტერესებს იცავს, ადგენს, რომ ფიზიკურ ძალადობას სისტემური ხასიათი აქვს. ეს აჩვენა გამოძიებამ, რომელიც არც დასრულებულა და რომლის ფარგლებშიც, ამ ორი წლის განმავლობაში, არცერთი პოლიციელი არ გამოკითხულა.
დაზარალებულები ხელისუფლებისგან დღემდე ელოდებიან პასუხს, რატომ ვერ მოხდა მათი იდენტიფიცირება.