მიიღეთ ჩემი თანაგრძნობა - სომხეთის პრეზიდენტი ბათუმის ტრაგედიაზე
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
მიიღეთ ჩემი უღრმესი თანაგრძნობა, ქალაქ ბათუმში შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებული. გულრწფელ სიმპათიასა და მხარდაჭერას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - წერს არმენ სარქისიანი ტვიტერზე