სინდისის პატიმრებს პოლიციელებზე თავდასხმას ვერ უმტკიცებენ - რა ხდებოდა სასამართლოში

12.08.25 20:45
სინდისის პატიმრებს პოლიციელებზე თავდასხმას ვერ უმტკიცებენ - რა ხდებოდა სასამართლოში

პროკურატურას ანატოლი გიგაურის საქმე ჩამოეშალა. დადასტურდა, რომ გიგაურის მხრიდან პოლიციელზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ მოსამართლემ მუხლის კვალიფიკაცია შეცვალა, თუმცა სინდისის პატიმარი 2 წლიან პატიიმრობაში გაუშვა. ჯვებე ნაჭყებიამ მოვლენები ზუსტად ისე განავითარა როგორც მზია ამააღლობელის საქმეზე, პროკურატურამ ვერცერთ საქმეზე პოლიციელზე თავდასხმა ვერ დაადასტურა.

პროკურატურას მტკიცებულებები აღარ აქვს არც ჟურნალისტის ნიკა კაციას საქმეზე, დღეს ორმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ კაციას თმის ნიმუშის მიხედვით მის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. ეს ჩვენება დღეს სასამართლოს ექსპერტმა მარიამ ბატუტაშვილმა მისცა.

დასკვნით ეტაპზეა 11 სინდისის პატიმრის საქმეს, პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, 20 აგვისტოს საქმის ორი პროკურორი დასკვნით სიტყვას იტყვის, 4 სექტემბრამდე კი მოსამართლე გალუსტაშვილმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

დასკვნით სიტყვა თქვა დღეს თედო აბრამოვის საქმის პროკურორმაც.

აგვისტოს ბოლომდე სინდისის პატიმრების საქმეებზე მოსამართლეები გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები