ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ჯოხაძე ფიგურირებს - რა როლი ჰქონდა მას შსს-ის მიხედვით
გიორგი ჯოხაძემ, რომელიც გამოძიებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტად დაასახელა, საქართველო მომხდარი შემთხვევიდან მალევე დატოვა- “პირველების“ ინფორმაციით, ის აზიის სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდა, რადგან დაპირისპირება ძალიან გავლენიან ჯგუფთან ჰქონდა.
ახლა ჯოხაძეზე ძებნაა გამოცხადებული და პროკურატურა მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ დაუსწრებლად წაუყენებს.
გიორგი ჯოხაძის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს მისი დაცვის ქვეშ მყოფის რამე ფორმით კავშირს აღნიშნულ მკვლელობასთან და ამბობს, რომ უძილაური მკვლელობის დროს მასთან აღარ მუშაობდა და რაიმე კავშირის დადგენა ამ ამბავთან გამოძიებას გაუჭირდება.
თუ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად წარუდგინოს ბრალი, ეს იქნება აბსურდული ბრალდება, რადგან დაცვის მხარე დაწრმუნებული ვართ, რომ საქმეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნება, რომ დადასტურდეს წარდგენილ ბრალდებაში გიორგის მონაწილოება და ცნონ დამნაშავედ. არანაირი კავშირი ძმებ მიქაძეებთან გიორგი ჯოხაძეს არ აქვს, უბრალო ნაცნობობა არ ნიშნავს, იმას, რომ კავშირი აქვთ და დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ძმებ მიქაძეებს არანაირი კავშირი არ აქვთ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც მათ ბრალდება ედავებათ, გელა უძილაური წლების წინ მუშაობდა გიორგის დაცვაში, ეს ცნობილია და არავის დაუმალავს, თუმცა, ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე კავშირი მიუძრვის გიორგის მოცემულ მკვლელობასთან, - ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.
დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ჯოხაძის მეგობარი, მამუკა ბაღდავაძეც, რომელიც საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად დაასახელა გამოძიებამ, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მის მაღაზიასთან დააკავა უძილაური.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ საქმეზე დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.